30.06.2011 / გიორგი ლეონიძის სახელობის სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმი
დისკუსიაზე განხილული იქნა საზოგადოებრივი სივრცის ხელოვნების მნიშვნელობა და ისეთი საკითხები, როგორიცაა მონოლოგური და დიალოგური კულტურების საზოგადოებრივი სივრცეები და ხელოვნების ფუნქცია ამ კულტურებში; აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი სივრცის ხელოვნების სახეები და მათი მხატვრული და კონცეფტუალური, ესთეტიკური, ეთიკურ-პოლიტიკური, ფსიქო-პოლიტიკური და სხვა მნიშვნელობები;
ვისაუბრეთ დადაისტების, საბჭოური ავანგარდის, სიტუაციონისტების გამოცდილებებზე და მიზნებზე; ქალაქზე დღეს და მასში საზოგადოებრივ სივრცეების ხელოვნების მნიშვნელობაზე დემოკრატიის კონტექსტში. საუბარი იყო საქართველოში საზოგადოებრივი სივრცეების ხელოვნების თავისებურებებზე - მოდერნისტული, საბჭოური, თანამედროვე; სანქცირებულ და არასანქცირებულ ხელოვნებაზე, დროებით ინტერვენციებზე და სტაციონარულ ობიექტებზე; ვირტუალურ სივრცეზე როგორც საზოგადოებრივი სივრცის ახალ სახეზე და ა. შ.
მოდერატორი: ნანა ყიფიანი - ხელოვნების ისტორიკოსი
მონაწილეები:
გურამ წიბახაშვილი - ფოტოგრაფი
პროექტის პარტნიორი და დისკუსიების მასპინძელი: გიორგი ლეონიძის სახელობის სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმი