Friday, April 27, 2012
სერიიდან მეექვსე დიალოგი: კულტურის პოლიტიკა: დაფინანსების ალტერნატიული წყაროები და შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებები
დიალოგების II სერიიდან თემაზე: ვიზუალური ხელოვნების აქტუალური საკითხები / დისკუსიები საზოგადოებასთან 
გეოეარი და კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიის ერთობლივი ინიციატივა
 
27.04.2012  / საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
 
შეხვედრის თემაა კულტურის დაფინანსების არსებული შესაძლებლობები და პოლიტიკა. განხილული იქნა საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მოქმედი პრაქტიკა, დაფინანსების სხვადასხვა ალტერნატიული წყაროების არსებობა და მათი გამოყენების პერსპექტივები, საკანონმდებლო სისტემის შესაძლო ცვლილებები, რომლებიც მიმართული იქნება კერძო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან კულტურის პროექტების დაფინანსების სტიმულირების ხელშეწყობაზე. შეხვედრაზე მოწვეული არიან როგორც სახელმწიფო, ისე დამოუკიდებელი ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
 
მოდერატორი: თამარ ჯანაშია – კულტურის და მენეჯმენტის ლაბორატორიის წარმომადგენელი
 
მონაწილეები:
ზვიად მჭედლიშვილი – ექსპერტი კულტურის პოლიტიკის საკითხებში
კონსტანტინე ნაცვლიშვილი – კულტურის მენეჯმენტის სპეციალისტი